ციხეში მარტო გატარებული წლები, ფიზიკური წამება, შიმშილისა და სიცივისაგან გამუდმებული ტანჯვები, საშინელი ტვინის რეცხვა და გონებრივი სისასტიკე – რუმინელი ხუცესის კომუნისტურ ციხეში თოთხმეტწლიანი გამოცდილება.
მისი დანაშაული, ათასობით მისი მსგავსივით იესო ქრისტეს რწმენა და მის შესახებ სახალხოდ ქადაგება იყო.
შეხვედრები სახლებში, პადვლებში და ტყეში – ხანდახან ქუჩის კუთხეში სახალხოდ ქადაგებასაც კი ბედავდა – ქრისტეში შეუპოვარი სულის მოწმეებმა იცოდნენ, რის ფასად დაუჯდებოდათ ასეთი საქციელი.
მათი ისტორიები – მხნეობის, მტკიცე რწმენისა და დაუჯერებელი მდგომარეობის ატანის კლასიკური მაგალითები. ამ ფარული ეკლესიის მუშაობა ნათელი სურათია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული დღევანდელი მდგომარეობისა.
; Tortured for Christ; Georgian; ქართული